სამართალი
საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. მოედანზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი იმყოფებოდა, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, ლაგუნა ვერეს, თამარ მეფის გამზირის, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!"
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილიც მსვლელობით გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდა.