უცხოეთი
მაიკლ როთი - სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება - თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება, თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მანამ, სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება მხდალი სულების, ლაჩარი ადამიანებისა და ნაციონალისტების გამო. თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე ის მშვიდობიანი დარჩეს! დაე გაჩერებული იყოს აგენტების კანონი”, - წერს როთი.

interpressnews.ge