სამართალი
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებული პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, პოლიციელების მხრიდან მოხდა პროვოკაცია.

ამასთან, შსს-ს თანამშრომლის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბოთლებს ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით.

სამართალდამრღვევები იქნენ დაკავებული ადმინისტრაციული წესით. სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას ხედავდით? მადლობა, რომ ამდენი კამერით ხართ, ყველა დაინახავს ყველას. ჩვენი ბევრი თანამშრომელია დაშავებული“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.