საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის საჭიროება არ არსებობს.
„ჩვენ განცხადებებს ვისმენდით, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციონერი ლიდერი არის კრიმინალი მელიაო, მართალია, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შტურმს, პარლამენტის შენობაში შეჭრას აპირებდა, მაგრამ ხელი არ უნდა დაადოთო. ამ ხალხმა უღალატა კონსტიტუციას, გადადგნენ და ახლა გველაპარაკებიან მორალურ ფასეულობებზე. ჩვენ ამიტომ არ გავიზიარეთ ეს განცხადებები, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების საპროტესტო ნოტა, ვითომ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი. დარჩა იქ, სადაც მას ეკუთვნის ყოფნა და მოუწევს კიდევ ყოფნა. სხვათა შორის, გამოიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოდან, იზრუნა იუსტიციის სამინისტრომ, კარგ მდგომარეობაში ვარო. დემენეცია განიკურნა, საქართველოში პირველად მოხდა, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი. კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.