უცხოეთი
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. „ბიბისის“ ცნობით, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალური შევიწროების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 75 წლის კინომსახიობს პოლიცია კითხავს. როგორც ცნობილია, დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში ორი ქალი ადანაშაულებს. ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება 2014 წელს, ხოლო მეორე – 2021 წელს გადასაღებ მოედანზე მომხდარ შემთხვევას. თავად ჟერარ დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფს.
ცნობისთვის, მანამდე ფრანგი კინომსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ესპანელმა ჟურნალისტმა, რუთ ბასამ. იგი ამტკიცებს, რომ შემთხვევა 1995 წელს პარიზში მოხდა, როდესაც დეპარდიესგან ინტერვიუს იღებდა.
2020 წელს დეპარდიეს ბრალი წაუყენეს მსახიობ შარლოტ არნოს გაუპატიურებაში. საქმე ამ დრომდე არ დაუხურავთ.
1tv.ge