პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით საქართველოს ხელისუფლებამ „კობრას კუდზე“ დააბიჯა!

    28 აპრილს ისინი ერთად ვნახეთ - თითქმის ყველა უცხოეთის აგენტი საქართველოში. საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მავნებლებმა, რომლებიც მუდმივი საბოტაჟითა და პროვოკაციებით ქართველ ხალხს მშვიდად, მხიარულად და მდიდრულად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ანტისამთავრობო ანტირუსულ აქციის რამდენიმე ათასი მონაწილე, რომელთაგან   რამდენიმე ასეული იყო შსს-სა და სუს-ის თანამშრომლები სამოქალაქო ტანსაცმლით; სწრაფი მიწოდების სამსახურების - "Glovo"-სა და "Wolt"-ის შავ-ყვითელ-ლურჯი მოტოციკლისტთა ასეული (დედაქალაქში მძღოლებისდა ფეხით მოსიარულეებისთვის დიდი პრობლემების შემქმნელი ახალგაზრდა ხულიგნების ჯგუფები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის კრიმინალურ ბრძანებებს ასრულებენ და აწვდიან პირადი ხასიათის ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ); გაუნათლებელი, გაუზრდელი და აგრესიული ახალგაზრდები "Jen Zee", რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ - სტუდენტები და NGO, უმეტესობა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე; 5-დან 10 წლამდე ათობით მოზარდი, რომლებსაც ბავშვობიდან აქეზებენ „მტრების“ - რუსების წინააღმდეგ; და, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების აქტივი და მათი მომსახურე ექსტრემისტული ტელეარხები (საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ტელევიზიითდა ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობენ პროპაგანდისტები, რომლებიც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის, სახელმწიფო წყობის ცვლილებისა და სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებენ!).

   უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირებით საქართველოს მთავრობამ „კუდზე“ დააბიჯა „კობრას“, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე მთელი ტანით წამოიფოფრა - ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლგბტ - და გაბერა თავისი საზარელი კაპიუშონი ევროპული და ამერიკული გრანტების მიმცემი ორგანიზაციებისგან. მიზეზი მარტივია: როდესაც კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ ამოქმედდება, აღმოჩნდება, რომ ყველა გრანტი მოდიოდა დასავლეთიდან და არა რუსეთიდან და, მაშასადამე, საქართველოში რუსული პროპაგანდისა და რბილი ძალის შესახებ მრავალწლიანი ტყუილი საპნის ბუშტივით გასკდება. შესაბამისად, ქართველი ხალხი დასვამს კითხვას: თუ დასავლეთი ფულს რიცხავს, რუსეთი კი არა, მაშინ რატომ არის რუსეთი მტერი და დასავლეთი - მეგობარი? ან იქნებ პირიქითაა, იმის გათვალისწინებით, რომ გრანტები გამოიყენება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის, მათ შორის ახალი „ხავერდოვანი რევოლუციის“ ორგანიზებისთვის?!

   ჩვენ ვიცავთ ჩვენს ენას, ჩვენს სამშობლოს და სარწმუნოებას, რომლის წართმევაც ამერიკას და არა რუსეთს სურს!“, - უპასუხა ტელეარხების კორესპონდენტებს - უცხოეთის აგენტებს უბრალო ხალხმა, რომლებიც გუშინ საერთო სახალხო შეკრებაზე მივიდნენ საქართველოს, მისი ტრადიციებისა და ახალი კანონპროექტის დასაცავად.

   ცალკეულ უცხოეთის აგენტებს, რომლებიც რამდენიმე ათას დოლარს ან ევროს იღებენ თავიანთი, თუნდაც ანტირუსული ხასიათის გარჯისთვის, ნურაფრის შეეშინდებათ - მათ არც რეგისტრაცია სჭირდებათ და არც დეკლარაციის შევსება! ასევე არ უნდა ეშინოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კულტურის, ხელოვნების, არქიტექტურის, ეკოლოგიის, სპორტის სასიკეთოდ. კანონი არ ითვალისწინებს ისეთექსტრემისტულ არასამთავრობო ორგანიზაციების დასჯასაც კი, როგორიცაა სოროსის ფონდი, რაც არასწორია!

   კობრას მოკვლა“ ძალიან ადვილია. ამ გამოცდილების გადაღება ბევრი ქვეყნისგან შეიძლება, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანისგან. პირველ რიგში, „კობრას“ „შხამიანი ენა“ უნდა ამოგლიჯო - აკრძალო ძირგამომთხრელი მედიასაშუალებები - უცხოეთის აგენტების ხმა და რუპორი. შემდეგ გაუუქმო რეგისტრაცია, ხოლო მეთაურები, რომლებიც ახალგაზრდებს პროვოკაციებზე უბიძგებენ და ბავშვების ფსიქიკას ტრავმას აყენებენ, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ან ქვეყნიდან გაძევდნენ. მონანიებულთ, პირველ ჯერზე, წერილობითი გაფრთხილება უნდა მიეცეთ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 28 აპრილი
საქართველო, თბილისი