პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ლევან ანთაძემ თანამდებობა დატოვა

antadzeანთაძემ, რომელიც პარალელურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეც გახლდათ, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მიზეზად „გარემოს შეცვლის აუცილებლობა“ დაასახელა.

სხვა კომენტარი ყოფილ მინისტრს არ გაუკეთებია. კომენტარს ამ ეტაპზე არც აჭარის მთავრობის პრესსამსახური აკეთებს.

ლევან ანთაძე აღნიშნულ თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე ის ბათუმის მერის მოადგილე გახლდათ.

ანთაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზები ჯერჯერობით არც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვისაა ცნობილი. როგორც ისინი საქინფორმთან საუბარში ამბობენ, ეეჭვებათ, რომ მინისტრის გადადგომის მიზეზი მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირება ან რაიმე მსგავსი გამხდარიყო.

 

საქინფორმი