პოლიტიკა
რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, ამის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას არ ფლობს, რის მიზეზადაც იმ გარემოებას ასახელებს, რომ ილია მეორეს აღნიშნული ვიზიტი კიევში საგარეო უწყებასთან კოორდინირებულად მხოლოდ ტექნიკურ დონეზე ხორციელდება და ვიზიტზე განსახილველი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია უწყებას არ გააჩნია. „დარწმუნებული ვარ, მთელი რიგი საკითხებისა იქნება განხილული, თუმცა დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ“, – აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს კიევში დღეს შეხვდება.
საქინფორმი