უცხოეთი
საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, ამ დოკუმენტის მიღება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ ორგანოში ან საიმიგრაციო სამსახურში იქნება შესაძლებლი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს შეზღუდვა უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა იმ ფონზე მიიღო, როდესაც უკრაინის არმიაში პირადი შემადგენლობის დანაკლისია.
ახალი წესები არ ვრცელდება 18-დან 60 წლამდე იმ მამაკაცებზე, რომელთაც საომარი მდგომარეობის პირობებში საზღვრის კვეთის უფლება აქვთ.
1tv.ge