სამართალი
აშშ-ის საელჩო: ელჩმა დანიგანმა სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ გულმოდგინე ძალისხმევისთვის საქართველოს შემოსავლების სამსახურს მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის.