პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძეს ოქრუაშვილის ბრალდებებისგან იმუნიტეტი იცავს

gachechiladze_Lამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ქართული პარტიის“ ყოფილმა თანათავმჯდომარემ ოქრუაშვილის ბრალდებებზე ვრცლად საუბარს თავი აარიდა და კითხვები თანმხლებ თანაგუნდელ კოკა გუნცაძეს გადააბარა. „ასეთ ბრალდებებზე იმუნიტეტი მაქვს... ახლა ფეხი მაქვს მუხლში მოტეხილი, ცოტა მოვმჯობინდები და ვრცლად შემდეგ ვისაუბროთ – ყველა ბრალდებას ვუპასუხებ. კოკა გუნცაძე ახლა ჩემთანაა და თქვენს კითხვებს ის უპასუხებს“, – განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტს.

კოკა გუნცაძემ კი ოქრუაშვილის ბრალდებებს ზნედაცემული, აგონიაში ჩავარდნილი კაცის ბოდვა უწოდა და აღნიშნა, რომ „ოქრუაშვილი ისეა საკუთარი უსუსურობით გაბოროტებული, სხვისთვის ცდილობს რაღაცების გადაბრალებას“.

შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ლევან გაჩეჩილაძე პარტიის გეგმის გაცემაში დაადანაშაულა და მას მოღალატე უწოდა.

 

საქინფორმი