უცხოეთი
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ შაბათს ცალ-ცალკე დაუჭირა მხარი და ის უზრუნველყოფს თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარზე მეტს - ისრაელისთვის და 8 მილიარდ დოლარზე მეტ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის.

მეოთხე კანონპროექტი ზრდის სანქციებს რუსულ აქტივებზე და ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრა თვეს აძლევს TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.

სენატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

interpressnews.ge