აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8555 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.