აქტუალური
2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა, განაცხადა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 22 აპრილს. ამავე ინფორმაციით, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.

იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.

ვიზიტორთა სიის სათავეში პოლონეთია 11 734 ვიზიტორით (2019 წლის მონაცემთან შედარებით 67.1%-იანი ზრდა). შემდეგ მოდის გერმანია 46.1%-ით მეტი ვიზიტორით და გაერთიანებული სამეფო 27%-ით მეტი ვიზიტორით.

რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 16.1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 215 468 ადამიანი შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“.