უცხოეთი
ვიაჩესლავ ვოლოდინი - აშშ თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. შეერთებული შტატები, ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებით, უკრაინას აიძულებს უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს. შესაბამისი განცხადება რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააკეთა.

მისი მტკიცებით, კიევის რეჟიმი დამარცხდება.

„შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ მარხავს მის ეკონომიკას და ართმევს მომავალს. P.S. მაგრამ ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. კიევის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდება“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

interpressnews.ge