სამართალი
„გირჩი“: ოპოზიცია და „ენჯეოები“ ერთად, საჯაროდ უნდა დასხდნენ და ხალხის თვალწინ ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ ერთად, ხალხის თვალწინ უნდა ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა, ნაცვლად მიტინგის მიზანმიმართული დაშლისა, – ამის შესახებ „გირჩის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ოპოზიცია და „ენჯეოები“ ერთად, საჯაროდ უნდა დასხდნენ და ხალხის თვალწინ ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა, ნაცვლად მიტინგის მიზანმიმართული და პროფესიონალური დაშლისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქცია ტარდება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.