უცხოეთი
დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობო კონტინგენტის გასვლა დაიწყო

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყარაბაღიდან რუსი სამხედროების გასვლას ადასტურებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობო კონტინგენტის გასვლა დაიწყო.

„დიახ, ეს მართალია“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, როგორ გადის რუსული სამხედრო ტექნიკა ყარაბაღიდან.

რუსეთის სამშვიდობო მისია განლაგებულია მთიან ყარაბაღში და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კონტინგენტში შედის 1960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა.

1tv.ge