აქტუალური
ვიოლა ფონ კრამონი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან ნათელია: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტი კანონპროექტის შესახებ პოზიციას რეზოლუციებში დააფიქსირებს.

ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.