საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორისაა. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს.
პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.
პოზიტიური მშვიდობის ინდექსის დგება სოციალური ასპექტების კონსტრუქციულ ასპექტებზე დაყრდნობით. მისი შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: მთავრობის კარგი ფუნქციონირება, კორუფციის დაბალი დონე, ჯანსაღი ბიზნესგარემო, რესურსების სამართლიანი განაწილება, სხვათა უფლებების მიღება, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე და მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები.
პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას ასწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.