პუბლიკაციები
საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე: როგორი იქნება თბილისის პოლიტიკა მეზობლების მიმართ?

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები - ეს თემები გახდა მთავარი თბილისში გაზეთ Свободная Грузия- ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდის მოსკოვი-თბილისი - სახალხო დიპლომატიიდან პოლიტიკურ დიალოგამდე" მიმდინარეობისას.

რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია გახდა. მოსახლეობას აინტერესებს, იქცევა თუ არა ეს ბიძგად მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების განახლებისთვის.

მრგვალი მაგიდის ფორმატში სპიკერებმა განიხილეს რუსეთთან ურთიერთობების სხვადასხვა მხარეები - პოლიტიკიდან ეკონომიკამდე, ასევე, ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება, რუსეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გაიმართა. სპიკერებმა იმსჯელეს, გავლენას იქონიებს თუ არა არჩევნები დიპურთიერთობების აღდგენაზე და რა უპირატესობები ექნება ორივე ქვეყანას მისი აღდგენის შემთხვევაში.

სპიკერები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრების გამართვა აუცილებელია ორ ქვეყანას შორის დიალოგის განვითარებისთვის.

მსგავსი შეხვედრები უბრალოდ აუცილებელია, რადგანაც ყველა ექსპერტს შეუძლია თავისთვის რაც უნდა ის იფიქროს, მაგრამ რეალურად მხოლოდ დიალოგში შეიძლება აღმოაჩინო ნამდვილი მომენტები და დაშვებული შეცდომები, - განაცხადა გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა.

რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას, მის მეზობლებსა და არა მხოლოდ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველას თავისი ინტერესები აქვს. დევდარიანმა გაიხსენა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას თუ როგორ სურდა საქართველოში ზოგიერთ ძალას „მეორე ფრონტის“ გახსნა. თუმცა, თავისი პრაგმატული პოლიტიკის წყალობით, ხელისუფლებამ მოახერხა ამის თავიდან აცილება.

ნანა დევდარიანს მიაჩნია, რომ საქართველომ არ უნდა გაამახვილოს ყურადღება მხოლოდ ერთ პარტნიორ ქვეყანაზე, რადგანაც ქვეყანა ცივილიზაციების გზაჯვარედინზეა: ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ევროპა და აშშ - ყველას საკუთარი ინტერესები აქვს, ამიტომაც შეუძლებელია საქართველოში საკუთარი ინტერესი არ ჰქონდეს ისეთ დიდ მეზობელს, როგორიც რუსეთია.

ადრეც ვთქვი, რომ სამშობლო არ არის ბინა, რომლის გაყიდვა, გაცვლა ან ბანკში დაგირავება შეიძლება. სამშობლო სამშობლოა, მისი მეზობელი კი სამუდამოდ შენი მეზობელია. მე არ მჯერა ასეთი მარტივი ფორმულების, რომ რუსეთი გაქრება და ჩვენ ყველანიგადავრჩებით". ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს ცარიელი მოლოდინებია. დანგრეული რუსეთის პირობებში საქართველო ვერანაირ სარგებელს ვერ იპოვის. რაც უფრო მალე გავიგებთ ამას, მით უფრო მალე ჩამოვშორდებით იმ აზრს, რომ ვიღაცას უნდა დავეხმაროთ რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა სპიკერმა.

დაივიწყეთ ყველა წყენა

ჟურნალისტი ზაზა დავითაია თვლის, რომ ქართველებმა შეწყვიტეს რეალობის აღქმა და ყველაფერ რუსულს „მტრის შტამპი“ დაუსვეს. ვთვლი, რომ ეს ცუდ გავლენას მოახდენს ჩვენს ცნობიერებაზე და იმ პერსპექტივებზე, რაც დღეს გვაქვს”, - განაცხადა ექსპერტმა.

ყველაზე დიდი აბსურდი, დავითაის თქმით, რაც ხელს უშლის ჩვენს განვითარებას, არის კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ცალმხრივ სურვილს. დადგა დრო, რომ ორივე მხარემ დაივიწყოს წყენა. თუ სიტუაციას ობიექტურად მივუდგებით, ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სიჯიუტით გადავუკეტეთ ჩვენს ძლიერ მეზობელს სასიცოცხლო არხები და მისი მტერი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩავაყენეთ. დიდმა მეზობელმა ეს არ გვაპატია. ტერიტორიული მთლიანობა -მისი აღდგენა, ჩემი აზრით, ქართველების ყველაზე დიდი საზრუნავი უნდა იყოს, თუნდაც თავისუფლების ნაწილობრივ დათმობის ფასად. თავისუფლება შეფარდებითი ცნობაა. დღეს საქართველო არ არის თავისუფალი, - განაცხადა დავითაიამ.

სპიკერმა დასძინა, რომ დღეს თავისუფლებას არ აქვს ასეთი კლასიკური განმარტება. ეკონომიკურ თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია, ძლიერი ქვეყნებიც კი არ არიან ეკონომიკურად თავისუფალი. ძალიან რთულია გათვალო, სად გადის ნამდვილი თავისუფლების ზღვარი, დასძინა დავითაიამ. თუ საუბარი თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობის დათმობას შორის არჩევანზე გადის, მაშინ, ვფიქრობ, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, თუნდაც თავისუფლების ის ნომინალური ხარისხი, რაც დღეს გვაქვს, - დაასკვნა ჟურნალისტმა.

ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე კი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აქტუალურ თემას, რომელსაც ოპოზიცია „რუსულს“ უწოდებს და მის მიღებას აქტიურად ეწინააღმდეგება. ჩემი თავი ცირკის არენაზე მგონია: ისინი ლაპარაკობენ კანონზე, რომელიც არც კი წაუკითხავთ. რის წინააღმდეგ გამოდიან? რატომ არის რუსული, იქნებ ვინმემ ამიხსნას. არა იმიტომ, რომ მე მინდა ან არ მინდა რუსული კანონი, მაგრამ ვინმემ წაიკითხა იგი? რა თქმა უნდა, არავინ. ისევე როგორც ევროპარლამენტის წევრებმა, რომლებიც გამოდიან და თითს გვიქნევენ, - განაცხადა ხაჩიძემ. ეს ყველაფერი რუსეთის „დასაშოშმინებლად“ კეთდება, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მისცეს, აღნიშნა ხაჩიძემ. მათ ეს სჭირდებათ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არა ჩვენი. მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში ხომ უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს ინტერესი? 30 წელზე მეტი გავიდა, ჩვენი ინტერესები კი არსად არის დაცული", - განაცხადა ექსპერტმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ დღეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ცვლილებების შეტანა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მომავალში ურთიერთობების დალაგებას გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ის ფაქტი, თუ ჩვენი ქვეყანის მოსახლეობა სათანადოდ იქნება ინფორმირებული. მნიშვნელოვანია, რომ თავად რუსეთის მოსახლეობა იყოს სათანადოდ ინფორმირებული საქართველოს შესახებ. ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში, რომელთაც აქვთ საქართველოში თავიანთ ოჯახებთან კონტაქტი, აღდგენილია ფრენები, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ამჟამად აუცილებელია სწორი საინფორმაციო პოლიტიკის გატარება, - განაცხადა მძინარაშვილმა.

დიალოგის აუცილებლობა

რუსეთთან დიალოგისა და კონტაქტების გარეშე არაფერი გამოვა, მიიჩნევს საქართველოს მეცნიერთა გაერთიანების წარმომადგენელიც, ეკონომიკურ მეცნიერებათა პროფესორი, სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი. თუ ავიღებთ იმპორტს და ექსპორტს, ამ შემთხვევაში რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ნომერ პირველი პარტნიორია. არის ბევრი შესაძლებლობა, რუსული ბაზარი ყოველთვის საინტერესო იყო. რამდენი წელი გავიდა და რუსული ხორბლის ალტერნატივას მაინც ვერ ვპოულობთ. ჩვენ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში უფრო მიზანმიმართულად, ბევრი უნდა იმუშაოს, უბრალოდ, უნდა დავიწყოთ და დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ“, - განაცხადა სპიკერმა.

როგორც „საქართველოს ახალი სოციალისტური მოძრაობის" ლიდერმა თემურ ფიფიამ ეკონომიკაზე საუბრისას აღნიშნა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაღწია იმას, რომ საქართველო ვერ ჩაითრიეს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებაში და არ შეუერთდა ეკონომიკურ სანქციებს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.

საქართველომ ერთმნიშვნელოვნად უნდა აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსეთსაც სურს. მსგავსი განცხადებები უკვე გააკეთეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 3+3-ის ფორმატშიც კი საქართველოს „სკამი თავისუფალი იყო, დაბრძანდით, გეთაყვაო. ამიტომ აქ ყველაფერი გასაგებია“, - განაცხადა ფიფიამ.

სპიკერმა დასძინა, რომ იმედოვნებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საბოლოოდ აღდგება.

ვიდეო იხ. აქ: https://www.youtube.com/watch?v=A3Yx-Q3i_rA

ფოტო იხ. აქ: https://sputnik-georgia.ru/20240416/konferentsiya-po-gruzino-rossiyskim-otnosheniyam-v-tbilisi---foto-287356768.html