სამართალი
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში. სპეცრაზმელები წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.