აქტუალური
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიზე, ვითარება პერიოდულად იძაბებოდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, სცენაზე გამომსვლელმა გამოაცხადა ინფორმაცია, რომ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, ასევე, ისროლეს ასაფეთქებელი საშუალება პოლიციის მხარეს.

რამდენიმე ადამიანი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

პარლამენტთან იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მათ შორის ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე.

პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას არ დაუშვებენ.