აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი მარკ კლეიტონს შეხვდა

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.

ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.