სამართალი
როგორც დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში საქართველოს საელჩოში განმარტავენ, თამთა ლიპარტელიანის ძებნაში ნორვეგიის ხელისუფლებაა ჩართული.
როგორც ცნობილია, ლიპარტელიანი კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა, სადაც ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 84 ადამიანი მოკლა.
ბანაკში იმყოფებოდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში, ტერორისტმა 84 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი 32 წლის ანდერს ბრეივიკი აღმოჩნდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ის ოსლოში განხორციელებულ ტერაქტშიცაა ეჭვმიტანილი, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.
საქინფორმი