საზოგადოება
მოქალაქეები თბილისის მერიასთან – 13:00 საათზე, ხოლო საკრებულოსთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები ორივე უწყებაში სპეციალურ რეზოლუციას შეიტანენ, რომლითაც მგზავრობის ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვენ.
ორგანიზატორები აქციაზე მისვლისკენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსაც მოუწოდებენ.
მგზავრობის საფასურის გაძვირების გამო აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთანაც ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში თითქმის ყველა სამარშრუტო ხაზით მგზავრობა 80 თეთრი გახდა.
საქინფორმი