აქტუალური
ეკა გიგაური: ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროკავშირზე

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ყველა ორგანიზაცია გააჩეროს იმისთვის, რომ მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად არ ისაუბრონ.

როგორც ეკა გიგაურმა „თავისუფლების მარშის“ მიმდინარეობისას აღნიშნა, მთავრობა მიზნის მისაღწევად ევროკავშირზე უარს ამბობს.

ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნონ ძალაუფლება. არჩევნებამდე აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია თუ ადამიანი, გააჩერონ, რათა მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ ახსენონ ისეთი თემები როგორიცაა კორუფცია, მოსამართლეების შემოწმება, - აბსოლუტურად არაფერი კრიტიკული არ თქვან. ამ მიზნის მისაღწევად ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადებები იმაზე, თუ როგორ აშორებს ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის გზას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.