პოლიტიკა
საქართველოს დღეს, 25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში კომოროვსკი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. შეხვედრები ბათუმში გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლონეთის პრეზიდენტს 17:30 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ შეხვდება.
ეს საქართველოში ბრონისლავ კომოროვსკის პირველი ვიზიტია.
საქინფორმი