საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია ლიდერობს. მათ ამომრჩევლების ხმათა 33.7%-ის მიღება შეძლეს. ხოლო მეორე ადგილზეა მმართველი „სამოქალაქო პლატფორმა“ ხმათა 31.9%-ით. მესამე ადგილს კი „მესამე გზა“ 13.7%-ით იკავებს.
ადგილობრივი არჩევნები ქვეყნის 16-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში – სავოევოდოში ტარდება და 380 საოლქო საბჭოსა და 2 477 მუნიციპალური საბჭოს წევრებს, ასევე ყველა ქალაქის მერს, ისევე როგორც დედაქალაქის 18 უბნის საბჭოს წევრს ირჩევენ. თუმცა ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მერობის ვერცერთმა კანდიდატმა პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, განსხვავებით მმართველი პარტიის წევრებისგან, რომელთაგან პირველივე ტურში ადგილების შენარჩუნება შეძლო რვა მსხვილი ქალაქის მერმა, მათ შორის დედაქალაქის, ასევე კატოვიცესა და ლოძის მერებმა.
მეორე ტურში კი მსხვილი ქალაქებიდან ბრძოლას განაგრძობენ როგორც სამოქალაქო პლატფორმის, ასევე „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლები ვროცლავის, კრაკოვის, პოზნანისა და სხვა ქალაქების მერობისთვის.
1tv.ge