პოლიტიკა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.