პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი: „ბურჯანაძეს 0,1 გრამი ჭკუაც არასოდეს ჰქონია“

burj--oqro-----sula„ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კრიტიკით გამოვიდა, რომელშიც აღნიშნა, რომ „ნინო ბურჯანაძეზე დიდი წარმოდგენა არასდროს ჰქონია“.

„მას 1 კი არა, 0,1 გრამი ჭკუაც არასდროს ჰქონია. რაშიც შეცდომა დავუშვი პირადად მე, იყო ის, რომ ვფიქრობდი, მისი ქმრის პრაგმატულობა გაიმარჯვებდა და 25 მაისთან დაკავშირებით კონსენსუსს მივაღწევდით. ჰკითხეთ ეროსი კიწმარიშვილს, სოზარ სუბარს, რა მცდელობები გვქონდა, რომ გაერთიანება მოგვეხდინა. ადამიანი, რომელიც წითელ მოედანზე მოსკოვში აღლუმის დროს ზის და მერე კომპლექსი უჩნდება იმასთან დაკავშირებით, ვაი და ოქრუაშვილი მართლაც რუსული ტანკებით მოდიოდესო, მე არ შემიძლია ამ ადამიანის სერიოზულობაში ეჭვი არ შევიტანო. 25 მაისს თუ ბურჯანაძეს ყველაფერი ისე ჰქონდა ორგანიზებული, რომ აპირებდა ხელისუფლების დასრულებას, ის შეფიცულები, შეტრუსულები, აი ამხელა არმია რომ ჰყავდა, ამდენი ფული რომ დახარჯა, თუ ოქრუაშვილის არჩამოსვლის გამო განიცდიდა ფიასკოს, მაშინ მითხარით, ეს რა პოლიტიკოსია?!“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

საქინფორმი