საზოგადოება
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში 50.000 ხელმოწერა შეიტანეს.
„22 ივლისს, 17.30 საათზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში შეიტანეს ალტერნატიული საარჩევნო პაკეტის განხილვისთვის საჭირო 50.000 ხელმოწერა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ 2011 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტს ალტერნატიული საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა.
საქინფორმი