უცხოეთი
დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკისრებული 175 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკისრებული გირაო გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გირაოს ოდენობა 175 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამით მან თავიდან აირიდა აქტივების ჩამორთმევა, რაც გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შეიძლებოდა, მომხდარიყო. თუმცა ის აღნიშნულ საქმეზე თავს დამნაშავედ კვლავ არ თვლის.

ცნობისთვის, ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, შეეჩერებინათ სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება და მისცა ათი დღე, რათა გადაეხადა შემცირებული გირაო 175 მილიონი დოლარის ოდენობით. მანამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.

1tv.ge