სასამართლოს მიერ შუამდგომლობის ღია სასამართლო სხდომაზე განხილვით დამტკიცდა მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ,
ბრალდებული ზურაბ ქურციკიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული ზურაბ ქურციკიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 22 ივლისის ჩათვლით.
ბრალდებული გიორგი აბდალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული გიორგი აბდალაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 22 ივლისის ჩათვლით.
ბრალდებული ირაკლი გედენიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული ირაკლი გედენიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 22 ივლისის ჩათვლით.
ბრალდებული ნათელა გედენიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25. 314-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2011 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 8 ივლისის ჩათვლით.
მხარეებს დასაბუთებული განაჩენი კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ.
საქინფორმი