უცხოეთი
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსეი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენთვის მოლდოვა უკიდურესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა როგორც რეგიონში უსაფრთხოების, ისე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანილოვი 26 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც მანამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
1tv.ge