საზოგადოება
დედაქალაქის 3 ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა

sakrebuloთბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე იმსჯელეს. მათგან 3 თბილისის ქუჩებისთვის, 1 სკვერისა და 1 საჯარო სკოლისთვის ახალი სახელწოდების მინიჭება იყო.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდისკენ მიმავალ დაღმართს და მასთან მდებარე ორ გასასვლელს გიორგი სააკაძის სახელი მიენიჭა, ხოლო გლდანი-ნაძალადევის რაიონში მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე სკვერს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის – მარატ ნოზაძის, სახელი დაერქვა.

„ არსებული კანონმდებლობით, დედაქალაქის რომელიმე ქუჩისთვის ამა თუ იმ პიროვნების სახელის მინიჭება მხოლოდ გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ ხდება შესაძლებელი, თუმცა გამონაკლისის სახით, გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის პრეზიდენტსა და დედაქალაქის მერს შეუძლიათ. ამდენად, მარატ ნოზაძის შემთხვევაში, სწორედ ეს გამონაკლისი იქნა დაშვებული“, –აღნიშნა სახელდებისა და სიმბოლოკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილმა.

ფიროსმანის უნიკალური ტილოების კოლექციონერი პოლონელი ძმები ზდანევიჩების სახელი დაექვა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ვახტანგ გორგასლის I შესახვევს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში ელგუჯა ამაშუკელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ელგუჯა ამაშუკელისავე სახელწოდება მიენიჭა.

გუშინვე თბილისის სსიპ 159-ე საჯარო სკოლის დირექციისა და მშობლების თხოვნითა და საკრებულოს თანხმობით აღნიშნულ სკოლას რევაზ ინანიშვილის სახელი დაერქვა.

 

საქინფორმი