უცხოეთი
საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
ალექსეი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.
ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.
1tv.ge