საზოგადოება
მზადება ლიტერატურული კონკურსისთვის „გალა – 2011“

galaთბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა ლიტერატურული კონკურსისთვის „გალა–2011“ მოწყობისთვის განსახორციებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

საკითხი განსახილველად საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ნაცვლიშვილმა წარადგინა.

ლიტერატურული კონკურსი „გალა“ ზაალ სამადაშვილის ინიციატივით წელს უკვე მეხუთედ ტარდება. კონკურსში მონაწილეობას 2010-2011 წლის სექტემბრამდე გამოცემული და ნათარგმნი პროდუქცია „საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის“ წევრი გამომცემლობების წარდგინებით მიიღებს.

2011 წელს ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ წლის საუკეთესო კინოსცენარის ნომინაციაზე წარმოდგენილ ავტორებსაც მიეცემათ. გამომდინარე აქედან, გამარჯვებულები 6-ის ნაცვლად წარმოდგენილ 7 ნომინაციაში (1.წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი; 2.წლის საუკეთესო წიგნი; 3.წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი; 4.წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის; 5.წლის საუკეთესო სცენარი; 6 წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა; 7.წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი) 2011 წლის „თბილისობის“ დღესასწაულის დღეს გამოვლინდებიან.

კონკურსის მონაწილეებს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სამუშაო ჯგუფი შეაფასებს.

საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა ლიტერატურული კონკურსის საპრემიო ფონდიც განსაზღვრეს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს საჩუქრად კონკურსის სიმბოლო, უძველესი ხელოვნების ნიმუშის – ბრინჯაოს ხანის ნამარხი კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლი და ფულადი პრემია 4000 ლარის ოდენობისთ გადაეცემა.

 

საქინფორმი