სამართალი
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ახმეტის მუნიციპალიტეტში ცოლის დანით დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჭრილობა დანით, ზურგის არეში მიაყენა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 19 119 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.