რელიგია
მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 19 მარტს განაცხადა, რომ გასულ წელს მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად 30 მილიონი ლარი გამოყო, რომელიც მოგვიანებით 5 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი განკარგულება საპატრიარქოსთვის 35 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე მთავრობამ 15 მარტს გამოსცა.    

გარდა ამ თანხისა, საპარტრიარქო 25 მილიონი ლარის ყოველწლიურ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შედეგად, საპატრიარქოს მთლიანი დაფინანსება 2024 წელს 60 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში. ამიტომ, არჩევნებთან კავშირი არ აქვს. ეს არ არის ახლახანს, არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იმავდროულად, საქართველოს მთავრობამ 12 მარტს გამოსცა განკარგულება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემის თაობაზე.