პუბლიკაციები
სერგო თეთრაძე მოკლეს, დავით ხიდაშელს ვერ კლავენ! - არნო ხიდირბეგიშვილი

   ძალიან არ მინდოდა ჩემი წამებით მოკლული მეგობრის, პოლკოვნიკთეთრაძის სულის შეწუხება და ამით მისი გაუბედურებული ოჯახისთვის კიდევ ერთხელ გულის ტკენა, მაგრამ მაიძულეს ამ ნაძირალებმა, ვისი ამორალური, ამაზრზენი სახეები დიდი ხანი ქვაზე უნდა ეხატოს - ხატიადეკანოსიძეებმა, ახალაიებმა, ქარდავებმა, მუხაძეებმა და დანარჩენმა მასტერებმა, ვისი მასტერობითაც ქვაზე დღეს სერგოს სახე ხატია!

არა, არ დადგება საქართველოსგან სახელმწიფო მანამდე, სანამ ისინი თავისუფლებაზე და პარლამენტში სხედან ნარების მაგივრად, სამუდამო პატიმრობა მისჯილნი! ახლა გინდათ ცხრა დათქმა შეასრულეთ, გინდათ - იუდას ერთი შეთქმულება - არც ევროპა გაგვაბედნიერებს, არც ამერიკა და არც რუსეთი!

   ამთავითვე ვიტყვი - რატომ არ თავდება მეორე კვირაა უცნაური პიარ-კამპანია დავით ხიდაშელის გარშემო. ჯერ იყო და, გია ვოლსკისთან ჭიქა ყავაზე საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნებაზე საუბარი „გაბედა“ ამ რუსეთის მოქალაქემ, ანუ ჯაშუშმა! უკაცრავად, და რის საფუძველზე გაკეთდა ეს „უმძიმესი ბრალდება“, რატომ ჩაიგუბა ყველამ პირში წყალი თუ ყავა, პირველ რიგში - ე.წ. პროსახელისუფლებო მედიამ?!

თუ ზედაპირულად, ვიზუალით ვიმსჯელებთ, შპიონს ვოლსკი უფრო ჰგავს, ვიდრე ხიდაშელი, თქვე სტუმართმოყვარეობადაკარგულმიშადამოკიდებულო მუტანტებო! ხიდაშელიც არის და ხიდაშელიც - თინაში ხომ არ აგერიათ, მისსამ პეცსამსახურის ულუფამირთმეული ქმრით?! დავითი ხიდაშელი კი, სულით, გულითა და გარეგნობით საქართველოს პატრიოტი და ბიზნესმენია, კაცური კაცი, ვინც თავისი შრომით ნაშოვნი დიდი ფულით დაამტკიცა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ეკუთვნის! მაშ, რატომ არ უხარიათ დავითობა ამ ზემოთ ნაგინებ ჯალათებსა და სამშობლოს მოღალატეებს, თავის მიშკასთან რთად, უხატიო პალატაში რომ კოტრიალობს, უკკაინოდ?!

ახლა მეორე „ბრალდება“ წაუყენეს - აქაოდა, დავით ხიდაშელი, რუსეთის მოქალაქე ანუ ჯაშუში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად იყო გაფორმებული ამ კრემლისტური ხელისუფლების მიერ! სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია: ბოლომდე რომ არ გაიხსნას სააკაშვილის მიერ დავით გარეჯის გაყიდვის ამბავი, რაც მათ არამარტო კარგად იცოდნენ, წილიც იყვნენ!

აბა, გაიხსენეთ სხვა მოგონილი ჯაშუშობის საქმეები - ვანიჩკა ფიქჩერზის მიერ შეთხზული სერიალები „ენვერ 1“ და „ენვერ 2“! გაიხსენეთ ავღანეთის და აფხაზეთის გმირის, დიდი ხნის წინ პენსიაზე გასული ორდენოსანი პოლკოვნიკი თეთრაძის აუწერელი წამებისა და მოკვლის ამბავი! დიახ, ის კარტოგრაფიის ფაბრიკის უკანასკნელი დირექტორი იყო, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კუთხეში რომ მდებარეობდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამაგალითო ობიექტის, სადაც იბეჭდებოდა ყველალზ მასშტაბის უზუსტესი რუკები!

აი რატომ მოხდა, რომ იმ ღამეს, როცა სერგოს პატარა შვილის დაბადების დღის მიუხედავად, თეთრაძეების სახლში სამხედრო პოლიცია შევარდა და, სანამ ოჯახის უფროსს თან წაიყვანდა, სარდაფში ჩხრეკა ჩაატარდა იქ ვითომდა შემთხვევით ნაპოვნი რუკები ამოიღო! მითხარით გეთაყვა - რომელი ჩვენგანი, ფაბრიკის დირექტორი რომ ყოფილიყო, სახლში თითო-ოროლა პროდუქციას, ამ შემთხვევაში - რუკას არ წამოიღებდა, რომელსაც მისი ფაბრიკა ათასობით უშვებდა?! მაგრამ ამისთვის ვის ცხელოდა, როცა რამდენიმე დღეში ოჯახს გვამი დაუბრუნეს, ახალ იაფფასიან ტანსაცმელში გადაცმული...

დიახ, ამათ სურდათ ყველა მტკიცებულების განადგურება, რომ დავით გარეჯი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული მუდამ, რაც სამხედრო ტიპოგრაფიაში, რომელსაც პოლკოვნიკი თეთრაძე ხელმძღვანელობდა, დაბეჭდილ რუკებზე ჩანდა!

   მიშას მოღალატეებს, ჯალათებს, ნაცკარტოგრაფებსა და სხვა „ილიჩებს“ ეს ფული არ უნდა შერჩეს - გამოძიება უნდა გაგრძელეს და ის აუცილებლად "ვივამედის" პალატაში, სააკაშვილთან მივა!

და აი, უცებ გამოჩნდა კაცი, ვინც ეს საბჭოთა უზუსტესი სამხედრო რუკა ჯერ მოსკოვში აღმოაჩინა და მერე თბილისში ჩამოვიდა, რომ ჩვენთანაც ენახა, რადგანაც ამიერკავკასიის ოლქის მთელი ქონება, დღეს უკვე დანგრეული შენობითა და კარტოგრაფიის ფაბრიკით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა! აი, რატომ გააფორმეს დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად, რომ ამ რუკებსა და არქივებთან წვდომა ჰქონოდა და მუშაობის საშუალება მიემოდა!

   ვინ დაობს - აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია (როგორც, სხვათა შორის, ქართულ-სომხური საზღვრის) ჯერ არ დასრულებულა და როცა დავით გარეჯის დღეს გადადებული საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგება, კომისიის ქართულ მხარეს დავით ხიდაშელის კვალიფიციურად მომზადებული დასკვნა ხელთ უნდა ჰქონდე!