უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის პოლიციის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შესაძლოა მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.
„შუადღის პირველ საათზე მტერმა ქალაქი დაბომბა. რვასართულიანი შენობა და საწარმო-სახელოსნო დაზიანდა. ხანძარმა 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი მოიცვა“, - აცხადებს პოლიცია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
interpressnews.ge