უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. დმიტრო კულება ინდოეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდოელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ინდოეთს მომავალ კვირას ეწვევა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დმიტრო კულება ინდოეთში მისმა კოლეგამ, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ მიიწვია.
ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში დმიტრო კულება კიევის სამშვიდობო გეგმას და ორი ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ კავშირებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
interpressnews.ge