საზოგადოება
„დინამოს“ ლეგიონერებმა „ლანელი“ „დახუთეს“

aburtiგუშინდელ მატჩში თბილისის „დინამომ“ დაამტკიცა, რომ ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი შემთხვევითობა იყო. ალექს გარსიას შეგირდებმა უელსურ „ლანელს“ შანსი არ დაუტოვეს, გაანადგურეს რა მეტოქე ანგარიშით 5:0.
„დინამოს“ მხრიდან ხუთივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს. პირველ ტაიმში ოდიკაძეს ორ კარგ გადაცემას ჯერ ჩისკომ, შემდეგ კი იაგუემ სადებიუტო გოლების გამტანი დარტყმები მოაყოლეს. პირველივე ნახევარში მორისისგან მიტოვებულ კარში შორეული დარტყმით გოლი რობერტინიომ გაიტანა.

მე-2 ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მეტოქის მცველისა და მეკარის მიუტევებელი შეცდომით ისარგებლა ჩისკომ – ცარიელ კარში დარტყმით დუბლი გაიფორმა, ხოლო ხუთ წუთში, კოშკაძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა, კიდევ ერთმა ესპანელმა კარლოს კოტომაც გაიტანა „დინამოში“ სადებიუტო გოლი და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

დინამო-ლანელი 5:0 (3:0)
თბილისი, ბორის პაიჭაძე
დინამო: ლორია, თომაშვილი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (ჰომოლა 25), კვეკვესკირი, ჩისკო (ჯიღაური 54), ოდიკაძე, კოკშაძე (თექთურმანიძე 62), იაგუე, კოტო, რობერტინიო.

მწვრთნელი: ალექს გარსია.
ლანელი: მორისი, ჯონსი, სურმენი, გრისტი, ბოუენი (ჰოლოუეი 69), კორბისიერო (ვენეიბლზი 46), უილიამსი, თომასი, ევანსი, ფოლოუსი (ბონდი 35), გრიფითსი.
მწვრთნელი: გარი ლოიდი.
გოლები: 1:0 ჩისკო (7), 2:0 იაგუე (11), რობერტინიო (27), 4:0 ჩისკო (51), 4:0 კოტო (55)
გაფრთხილებები: კვეკვესკირი 21, რეხვიაშვილი 33, ჩისკო 54 – გრიფითსი 21, სურმენი 44.
მსაჯი: მარტინ სტრიომბერგსონი (შვედეთი).

 

 

http://worldsport.ge/Read.aspx?news=23081&lang=1