აქტუალური
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.