საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხს ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.
პოლიტიკური პარტიის, „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყრილობის მიერ არჩეული იქნება ყრილობის თავმჯდომარე, მდივანი, პარტიის ხმის დამთვლელი კომისია, განისაზღვრება პარტიის სახელწოდება და დამტკიცდება პარტიის წესდება. ასევე, არჩეული იქნება პარტიის სარევიზიო კომისია.
ეკა სეფაშვილმა ყრილობის დელეგატების წინაშე პარტიის დამფუძნებელი რვა წევრის (დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით კაჭარავა) წარდგინებით პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად სოზარ სუბარი დაასახელა.
სოზარ სუბარი ყრილობამ ერთხმად აირჩია.