აქტუალური
სატელევიზიო ანძის მართვის უფლება აუქციონზეა

andzaეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ელექტრონული აუქციონი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპანიის მართვის უფლების ოთხი წლის ვადით გადაცემის შესახებ, რომელიც თბილისის ანძას უწევს მენეჯმენტს.

შპს „ალფა-კომი“, ყოფილი „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ (ამ უკანასკნელს სახელი 4 ივლისს გადაერქვა და „ალფა-კომი“ დაერქვა), თბილისის 274-მეტრიან სატელევიზიო ანძასთან ერთად, ექსპლოატაციას უწევს 35 სხვა მცირე ზომის ანძებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიოსა და 16 ტელეკომპანიას.

აუქციონზე, რომელიც 18 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტომდე გასტანს, საწყისი საფასური 100 000 ლარია.

კომპანიის მმართვის უფლების მიღების მსურველებს ეკონომიის სამინისტრო ორ ძირითად პირობას უყენებს: საწარმოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

საქინფორმი