პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონ სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში.

რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.