პოლიტიკა
როგორც „აფსნიპრესი“ იტყობინება, ეკონომიკური განვითარების პარტიამ 21 ივლისს განაცხადა, რომ ის სეპარატისტულ რეგიონში 26 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას დაუჭერს მხარს.
ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბიზნესმენი ბესლან ბუთბაა, რომელიც 2002-2007 წლებში სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრი იყო.ბუთბა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ხმების 8 პროცენტამდე მიიღო. მაშინ სერგეი ბაგაფში იქნა არჩეული მეორე ვადით.
ბუთბა აფხაზეთში ერთადერთი კერძო ტელევიზიის „აბაზა ტვ“-ს და, ასევე, გაზეთ „ეხო აბხაზიის“ მფლობელია.
საქინფორმი