პოლიტიკა
პრესკონფერენცია ევროკომისარ ფულეს ვიზიტის ფარგლებში საქართველოში

fuleსაქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის ოფისიდან საქინფორმისთვის გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, დღეს, 22 ივლისს, 15:45 ბათუმის სასტუმრო „Radisson Blu“-ში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოებაზე პასუხისმგებელი ევროკომისარი შტეფან ფულე და ვიცე-პრემიერი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.

პრესკონფერენცია იმართება ბატონი ფულეს 21-22 ივლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს მე-8 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას, სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძეს, სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ის, ასევე, ხელს მოაწერს პროექტის – „წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბათუმსა და მიმდებარე სოფლებში“ – შესახებ ფინანსურ შეთანხმებას ევროკავშირის სამეზობლოს საინვესტიციო მექანიზმის ფარგლებში. გთავაზობთ შტეფან ფულეს სტატიას, რომელიც ბათუმის წლევანდელ კონფერენციას და ვარშავაში დაგეგმილ სამიტს ეძღვნება.

 

ბათუმის კონფერენცია – ორი თვე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე

შტეფან ფულე, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სფეროში 

ივლისში, ისევე, როგორც წინა წლებში, ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საქართველოს მეგობრები ბათუმში მოიყრიან თავს. ეს შეკრება ჩვენი ურთიერთობების მუდმივი მახასიათებელი გახდა. ამ კვირაში დაგეგმილი მერვე კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“ ის ღონისძიებაა, რომელსაც ვერაფრით გამოაკლდება ყველა ის ადამიანი, ვინც ყოველდღიურად, სისტემატური მოლაპარაკების გზით საქართველოს ევროპულ მომავალს აშენებს.

საქართველოს არჩევანი, იაროს ევროპასთან ინტეგრაციის გზით, საამაყოა და იმედისმომცემი. საამაყოა იმიტომ, რომ ეს არჩევანი არ არის იოლი და უკვე დღეიდან მოითხოვს მკაცრი რეფორმების განხორციელებას. იმედისმომცემი ეს არჩევანის იმიტომაა, რომ არავის შეაქვს ეჭვი მის სარგებლიანობაში. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ღია ეკონომიკის არჩევა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ძირითადი შემადგენელია. სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა იმაში დაგვარწმუნა, რომ მოქალაქეები, სულ უფრო კარგად ხედავენ და იზიარებენ ამ ფასეულობებს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო, მტკიცე და დინამიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც საერთო მიზნების შესრულებას ემსახურება, კერძოდ, დემოკრატიის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას. ჩვენ ბევრი მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები წინ, მათ შორის, ვაჭრობასა და უფრო მეტი თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით. ეს არ არის იოლი საქმე დღეს, რადგან სანამ რაიმე ხელშესახებ შედეგს მივაღწევდეთ, ბევრი ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწეული წარმატებებია და ის, რომ მზად ვართ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

2011 წლის ბათუმის კონფერენცია უმნიშვნელოვანეს დროს იმართება: სექტემბრის ბოლოს საქართველოს ლიდერები და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი დანარჩენი ქვეყნები თავის ევროკავშირელ პარტნიორებს ვარშავაში შეხვდებიან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირს საერთო ინტერესები აქვთ. მნიშნვნელოვანია, რომ ლიდერებმა ღიად ისაუბრონ მათ წინაშე მდგომი გამოწვევების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და ახალი მიმართულებით წარმართონ ყოველი ერთობლივი ძალისხმევა. თუმცა საჭიროა, გავცდეთ საუბრისა და დისკუსიის ეტაპს. ჩვენ უნდა განვაახლოთ 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გაცხადებისას პრაღაში მიღებული ვალდებულება, ვიყოთ ერთგულნი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისა. ჩვენ, ასევე, უნდა დავეყრდნოთ იმ გამოცდილებას, რაც პრაღის შემდეგ მივიღეთ; უნდა ვაკეთოთ მეტი, უკეთ, ერთად და ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით.

ვარშავაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიზანი თანამშრომლობის ახალი გზების გახსნაა. ჩვენ ბევრ ისეთ სფეროში უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა, სადაც ჩვენი ინტერესები მჭიდროდაა გადაჯაჭვული. მაგალითად, ტრანსპორტსა და ენერგეტიკაში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებმა რაც შეიძლება დიდი სარგებელი მიიღონ ევროკავშირის იმ ინიციატივებიდან და პროგრამებიდან, რომლებიც ევროკავშირმა თავისი მოქალაქეებისთვის შეიმუშავა და რომლებმაც მათ წარმატება მოუტანა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

ყველა ეს ზემოჩამოთვლილი ღონისძიება არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ მთელ საზოგადოებასთან ერთად უნდა განხორციელდეს. ჩვენ მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს უნდა შევუწყოთ ხელი – მათ ხომ ერთმანეთისთვის ძალიან ბევრის გაზიარება და სწავლება შეუძლიათ. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ძალზე სასარგებლო იქნება ორმხრივი ღონისძიებები, რომლებზეც შეიკრიბებიან სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის წარმომადგენლები იმისთვის, რომ მათი ხმა უკეთ იქნეს გაგონილი და მოხდეს მათ მიერ დასმულ პრობლემებზე რეაგირება.

ვარშავის სამიტი უნდა იყოს ის ნაბიჯი, რომელიც საერთო მიზანთან დაგვაახლოებს. ეს მიზანი არის ხელახალი გამთლიანება იმ საერთო ევროპული კონტინენტისა, რომელიც ოდესღაც გაიყო, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ, თუმცა დრო დაგვჭირდება. იმედი გვაქვს, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ თავისუფალ გადაადგილებას მთელ კონტინენტზე, ვაჭრობას, მუშაობას და გართობას, ურთიერთობას ყველა მიმართულებით. სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ჩვენი კონტინენტის ქსოვილი აღდგენილია და გაუძლებს დროის გამოცდას.

 

 

The EU Commissioner for Enlargement and European Neighbourhood Policy Stefan Füle and Vice Prime Minister,  State Minister for European and Euro-Atlantic Integration Giorgi Baramidze will hold a press conference on Friday, 22 July, in Batumi Radisson Blu Hotel at 15:45.

Commissioner Fule is visiting Georgia on 21-22 July on the occasion of the 8th international conference entitled ,,Georgia's European Way". Commissioner will hold meetings with President of Georgia Mikheil Saakashvili, National Security Council Secretary Giga Bokeria, State Minister Giorgi Baramidze, State Minister Eka Tkeshelashvili, Deputy Minister of Foreign Affairs Tornike Gordadze,  opposition and civil society representatives. Commissioner Fule will also sign a Financial Agreement of the EU Neighbourhood Investment Facility project ,,Rehabilitation of Water Supply and Sewerage Infrastructure facilities in Batumi and Surrounding Villages. "

Emclosed please find an article by Commissioner Fule on the Batumi conference and the forthcoming Warsaw summit. 
Date and time: 22 July, Friday, at 15:45
Venue: Batumi Radisson Blu Hotel

 

The Batumi Conference – Two months before the Eastern Partnership Summit 

 

Stefan Füle, EU Commissioner for Enlargement and European neighbourhood Policy

This July, like in previous years, friends of Georgia from all over Europe will gather in Batumi for what has become a regular feature of our relationship. The 8th ‘Georgia’s European Way‘ Conference takes place this week and is set to be yet a not-to-be-missed event for those who build, day after day, negotiation after negotiation, the European future of Georgia.

The choice that Georgia has made to work towards integration with Europe is a source of pride and hope. It is a source of pride because it is not an easy choice. It requires resolute reforms to take place now.  It is also a source of hope because no one can doubt that the benefits will be there. The choice of democracy and the rule of law, the choice of an open economy are the essential elements of stability and prosperity. Recent events in the Southern Mediterranean show us that these values are increasingly seen by citizens, wherever they live, as their own.

The relationship between Georgia and the European Union is close, strong and dynamic, and it is based on clear common objectives, namely the consolidation of democracy and the affirmation of territorial integrity. We need to move on many fronts, including towards free trade and more freedom of movement. None of this is easy these days, and many technical difficulties need to be solved before the objective can become a tangible reality. What matters most is that we are making progress, and that we are more than ever determined to push forward.

The 2011 edition of the Batumi Conference comes at a crucial time. At the end of September leaders of Georgia and the other countries of the Eastern Partnership will meet in Warsaw with their European Union counterparts.

The Eastern Partnership countries and the European Union have deep common interests. It is important that leaders jointly and openly discuss their challenges, share ideas and give new directions to their joint efforts. But we need to move beyond discussions. We need to renew the commitment made in Prague in 2009 when the Eastern Partnership was launched, to embrace our shared values of democracy and the rule of law. And we have to build on what has been achieved since Prague to do much more, much better, together, in a spirit of mutual accountability.

The role of the Eastern Partnership Summit in Warsaw will be to open new avenues of cooperation. We need to deepen our interaction in many sectors where our interests are closely knit, such as transport and energy. We must also ensure that citizens in our partner countries can take advantage as much as possible of the various initiatives and programmes that the European Union has put in place for its own citizens and which have been very successful. These are only a few examples.

All this needs to be done with societies at large, not just governments. We need to promote interaction between our people. They have so much to share; they have so much to learn from each other. The Eastern Partnership will benefit from the input of two side-events that will bring together representatives of civil society and business actors, so that their voices are heard, and their concerns acted upon.

The Warsaw Summit must be a step that gets us closer to our goal, which is to ensure that our European continent, once divided, grows together again. We will reach that goal step by step and it may take a bit of time. What keeps us all going is that one day we will be able to move freely across the whole continent, to trade, to work and to enjoy life, to interact in all sorts of ways. This will be the best guarantee that the very fabric of our continent has been restored and will stand the test of time.

 

საქინფორმი