სამართალი
„ზემოთ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს და მის გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს. ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იმ პირების მხრიდან, ვისაც გავლენა აქვს ხელისუფლებაში. აგრეთვე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც სახელმწიფოს სასარგებლოდ კერძო პირებიდან თანხაა ასაღები, სააღსრულებო ბიურო პირდაპირ ოჯახებში უვარდება ხალხს და ბოლო ლუკმას აცლის.
მოვუწოდებთ ამ საწარმოს ყველა დაზარალებულს, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, ასობით ადამიანია, მოგვმართონ და ჩვენ გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციას და დავეხმარებით მათი კუთვნილი თნახების მიღებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქინფორმი